weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ომიკრონის 1200 შემთხვევა დადასტურდა, ჰოსპიტალიზაცია 14 ადამიანს დასჭირდა – გაბუნია

12:13 სამშაბათი, 18 იანვარი 2022

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსის „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების 1200 შემთხვევა. ამის შესახებ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

„რაც შეეხება „ომიკრონით“ დადასტურებული პირების კოჰორტას, აქ აღსანიშნავია ის, რომ მათი დიდი ნაწილი იყო ვაქცინირებული. ვაქცინირებულებში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მინიმალურია, პრაქტიკულად არ არის, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ „ომიკრონის“ წინაააღმდეგაც ვაქცინაციის ეფექტურობა მნიშვნელოვანია – განსაკუთრებით ჰოსპიტალიზაციის და მძიმე შემთხვევების თავიდან აცილების კუთხით. 

ბუსტერ დოზა თითქმის აორმაგებს ვაქცინაციის დამცველობით ეფექტს. ამდენად, მნიშვნელოვანია ბუსტერ დოზების გაკეთების გააქტიურება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, დღეისთვის ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 1200-ზე ოდნავ მეტი შემთხვევა. 

„თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სულ 1200 ადამიანია ინფიცირებული. ეს არის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები“, – განმარტა გაბუნიამ. 

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მათემატიკური მოდელირება მიუთითებს, რომ ინფიცირების შემთხვევების ნახევარზე მეტი „ომიკრონია“. 

„ჰოსპიტალიზაცია დადასტურებული შემთხვევებიდან დასჭირდა მხოლოდ 14-ს, რაც არის დაბალი მაჩვენებელი, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ „ომიკრონით“ ინფიცირებულთა დიდი ნაწილი უკვე ვაქცინირებული იყო ორჯერ, ჰქონდათ „ბუსტერ“ დოზაც გაკეთებული“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში, ბოლო-დღე ღამის განმავლობაში ჩატარებული 56 367 ტესტის შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 7521 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აქედან 4171 შემთხვევა თბილისშია გამოვლენილი, 801 კი აჭარაში. 24 საათში კორონავირუსით 31 ადამიანი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 285 ინფიცირებული იმყოფება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]