weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დავაყენე საკითხი, რომ ფულადი წახალისება ბუსტერით აცრის შემთხვევაშიც იყოს – გამყრელიძე

14:01 სამშაბათი, 18 იანვარი 2022

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გაყრელიძის განცხადებით, მხარს უჭერს იდეას, რომ 200-ლარიანი დანამატი ბუსტერ დოზით აცრებზეც გავრცელდეს. 

როგორც გამყრელიძე ამბობს, ეს საკითხი დღეს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზეც დააყენა.

„200-ლარიანმა ფულადმა წახალისებამ, რაც ნოემბრის ბოლოს დაწესდა, იმუშავა. დამატებით 125 ათასი 60 წელს ზემოთ მოქალაქე აიცრა. 

ასევე, მუშაობს 50 წელს ზემოთ – დეკემბერთან შედარებით 3-ჯერ გაიზარდა, როდესაც 1 იანვარს ძალაში შევიდა 50 წელს ზემოთ 200-ლარიანი წახალისება. გიდასტურებთ, მე ვემხრობი და დღეს დავაყენე ფინანსთა მინისტრის წინაშე, რომ თუ შესაძლებელია, იყოს ბუსტერზეც, რადგან თუ ჩვენ ბუსტერიზაციას სერიოზულად გავზრდით, ეს სერიოზულად შეამცირებს „ომიკრონის“ ტალღის სიმძაფრეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე.

50 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზის ჩატარების შემდეგ 200-ლარიან ერთჯერად დახმარებას იღებენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში სრულად (ორი დოზით) ვაქცინირებულია 1 195 578 ადამიანი, რაც ზრდასრული მოსახლეობის 41.6%-ია. ამასთან, ბუსტერ დოზა 114 480 ადამიანს აქვს გაკეთებული. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]