weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ლაგოდეხში ყოფილი ცოლის გაგუდვაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა 

14:33 სამშაბათი, 18 იანვარი 2022

ლაგოდეხში ყოფილი ცოლის, 37 წლის ნონა ჭაბაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ 38 წლის გიორგი ბარბაქაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თელავის რაიონულ სასამართლოში გამართულ პროცესზე ბარბაქაძემ ბრალი აღიარა, თუმცა დუმილის უფლება გამოიყენა.

„მან გასაჩივრებაზე უარი განგვიცხადა. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ ვგეგმავთ“, – განაცხადა სახაზინო ადვოკატმა, ირინა იჩუკაიძემ პროცესის შემდეგ.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 10 მარტს გაიმართება.

გიორგი ბარბაქაძე 16 იანვარს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 15 იანვარს, ბარბაქაძემ, კონფლიქტის დროს, ყოფილი მეუღლე მისსავე საცხოვრებელ სახლში ყელის არეში ხელის მოჭერით გაგუდა. დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, მან გაზქურის ონკანი გახსნა, რათა გარდაცვლილის ბუნებრივი გაზით ინტოქსიკაციის ინსცენირება მოეხდინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ ყოფილმა ქმარმა ნონა ჭაბაშვილი ეჭვიანობის ნიადაგზე გაგუდა. 

გიორგი ბარბაქაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ნონა ჭაბაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომელი იყო. მას სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]