დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 8728 ახალი შემთხვევიდან თბილისში 4797 შემთხვევაა. რეგიონებში შემდეგი მონაცემებია:
აჭარა – 1184
იმერეთი – 859
შიდა ქართლი – 429
კახეთი – 339
ქვემო ქართლი – 302
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 289
გურია – 186
მცხეთა-მთიანეთი – 176
სამცხე-ჯავახეთი – 138
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 29
დღეს ქვეყანაში ინფიცირების 57 799 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 51 517 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის;
- 4386 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ამ ეტაპზე 1000 მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 280 პირი;
- 1896 ადამიანი კლინიკურ-სასტუმროებშია მოთავსებულია.
საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 015 592-ს შეადგენს. 943 212 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა. დღემდე ვირუსს ჯამში 14 555 პირი ემსხვერპლა.