weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მეუფე ნიკოლოზი მზად არის, სააკაშვილის შინაპატიმრობისთვის ეპარქიაში სივრცე გამოყოს

12:51 ოთხშაბათი, 19 იანვარი 2022

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) ხელისუფლებას სთავაზობს, მსჯავრდებულ მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი შინაპატიმრობით შეეცვალოს, რომელსაც ის მის ეპარქიაში მოიხდის. 

მეუფე ნიკოლოზმა „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში თქვა, ამით ბევრი პრობლემა მოიხსნება.

„ვიცით, რომ სამუდამო პატიმრობა მიუსჯია ქვეყანას თავისი პირველი პირისთვის, ყოფილა ასეთი შემთხვევები – პოლონეთში იყო ასე, უგანდაში – რაც მე ვიცი და ამის მიუხედავად, ასეთი პრეზიდენტებიც კი შინაპატირობაში იყვნენ. 

მინდა ჩვენს ხელისუფებას მივმართო, რომ მე პირადადაც კი თანახმა ვარ, რომ ვითანამშრომლო ხელისუფლებასთან და თუ რაიმე სხვა გამოსავალი არ არსებობს, ჩემს ეპარქიაში, ჩემთან შემიძლია გამოვყო რაღაც სივრცე, რომელსაც, რა თქმა უნდა, ისევ ხელისუფლება გააკონტროლებს. 

მგონი, ძალიან ბევრი პრობლემა მოიხსნება იმით, რომ ის შინპატიმრობაში გადმოიყვანონ, მთელი სიმკაცრით. ჩემი ეპარქია ბუნებრივად არის დაცული“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. უზენაესი სასამართლოს მიერ ის დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე გასამართლებულ პირთა წინასწარი შეთანხმებით შეწყალების ეპიზოდში. მიხეილ სააკაშვილს სასჯელის ზომად 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი, რომელსაც რუსთავის N12 ციხეში იხდის. 

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის, 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე და ასევე, ე.წ. პიჯაკების საქმეზე, რაზეც სასამართლოში პროცესები ჯერ არ დასრულებულა.

დაკავების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, რადგან თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს. მას შემდეგ რაც ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა, მისი მოთხოვნა სამოქალაქო ტიპის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში გადაყვანა იყო, თუმცა 8 ნოემბერს, რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან მოტყუებით გლდანის N18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 19 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს მოათავსეს. მას შემდეგ ექსპრეზიდენტმა შიმშილობა შეწყვიტა. დეკემბრის ბოლოს ის კვლავ რუსთავის ციხეში დააბრუნეს. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]