weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ექიმთა ჯგუფი კვლავ მიიჩნევს, რომ სააკაშვილისთვის ფსიქოთერაპია აუცილებელია

14:07 ოთხშაბათი, 19 იანვარი 2022
ფოტოზე - თენგიზ წულაძე ფოტოზე - თენგიზ წულაძე

სახალხო დამცველის სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია არ უტარდება. როგორც ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ განაცხადა, მათთვის უცნობია, რატომ არ არის ჩართული მკურნალობის პროცესში ფსიქოთერაპევტი, რისი რეკომენდაციაც დეკემბერშიც გასცეს.

ექიმთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილი ბოლოს 11 იანვარს მოინახულა. 

„პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა რჩება საყურადღებო. კვლავ რჩება ნევროლოგიური სიმპტომატიკა. ის არ გაუმჯობესებულა. 12 დეკემბრის ვიზიტის შემდეგ დაახლოებით ერთი და იგივე დონზე დგას. გამოხატულია პოლინეიროპათიის სიმპტომატიკა, მხედველობითი სიმპტომატიკა, წონასწორობის დარღვევა, სისუსტე, რჩება ანემიაც (თუმცა, ეს მანამდეც იყო), პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და დეპრესია, რომელიც ბოლო ვიზიტზე არ შეფასებულა, მაგრამ ვიხელმძღვანელეთ 12 დეკემბრის დიაგნოზით და პაციენტი დაახლოებით იგივე მდგომარეობითაა ახლაც. 

ჩვენი დასკვნაა, რომ გარდა მედიკამენტური მკურანალობისა, რომელიც მეტნაკლებად დამაკმაყოფილებელია და ასე თუ ისე მიმდინარეობს, მკუნალობაში უნდა ჩაერთოს ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია, რომელიც, მიგვაჩნია, რომ საპატიმროს პირობებში ნაკლებად რეალისტურია, თუმცა შეუძლებელი არ უნდა იყოს და მაინც უნდა იყოს ნაცადი. სხვა რეკომენდაციები ამ ეტაპზე არ გვაქვს“, – განაცხადა თენგიზ წულაძემ. 

მისი თქმით, ამ მკურნალობის ჩატარება საქართველოშიც შესაძლებელია.

„მედიკამენტოზური მკურნალობა მნიშვნელოვანია, თუმცა ფსიქითერაპია და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციასაც პირველი ხარისხის მკურნალობაა. თუ ეს მკურნალობა არ ჩაერთვება, შეიძლება დეპრესიაც და პოსტტრავმული სტრესული აშლილობაც გაღრმავდეს. 

თვითონ სასჯელაღსრულების დაწესებულებამ გამოიწვია არსებული მდგომარეობა. ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნაკლებად რეალისტურია, თუმცა მაინც უნდა შეეთავაზოს პაციენტს ფსიქოთერაპია და ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია“, – აღნიშნა წულაძემ.

მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილს რეაბილიტაციის კურსი არც გორის სამხედრო ჰოსპიტალში და არც შემდეგ პრაქტიკულად არ ჩატარებია. 

„მაგრამ, რაც შეეხება ჩვენს მიზანს, რომ ყოფილიყო ადამიანის სიცოცხლე გადარჩენილი, ეს გორის ჰოსპიტალმა გააკეთა, ანუ თავისი მოვალეობა ამ თვალსაზრისით შეასრულა. მე ვფიქრობ, რომ მას მეტი როლი არ ჰქონდა“, – განაცხადა თენგიზ წულაძემ.

ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგ გიორგი გრიგოლიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის ფსიქო-ნევროლოგიური თერაპიული რეაბილიტაცია გორის სამხედრო ჰოსპიტალში უფრო შესაძლებელი იყო, მაგრამ ეს რეკომენდაცია რატომღაც არ იქნა გათვალისწინებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]