weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ პოროშენკოს სასამართლომ პატიმრობა არ შეუფარდა

18:53 ოთხშაბათი, 19 იანვარი 2022

კიევის სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და სამშობლოში დაბრუნებული მეხუთე პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მიმართ, რომელიც სახელმწიფო ღალატშია ბრალებული, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ გამოიყენა. პროკურატურა პოროშენკოს დაპატიმრებას ან გირაოს სახით 1 მილიარდი გრივნას შეფარდებას ითხოვდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, პოროშენკოს 19 მარტამდე კევის ოლქიდან გასვლა და ასევე, ქვეყნის საზღვრების დატოვება აეკრძალა. BBC-ის რუსული სამსახურის ცნობით, პოროშენკომ განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში უცხოეთში სულ მცირე სამი ვიზიტი აქვს დაგეგმილი და დაწესებული აკრძალვა პოლიტიკურ საქმიანობაში ხელს უშლის. ექსპრეზიდენტის ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ. 

„სიმართლე ჩვენს მხარესაა. გამარჯვებას არ ვზეიმობთ, თუმცა, ისე კი ჩანს, რომ გავიმარჯვეთ. არ ვზეიმობთ, რადგან ზელენსკის გიჟური სცენარი ჯერ არ დასრულებულა“, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ სასამართლო პროცესის შემდეგ.

პოროშენკო კიევში 17 იანვარს ვარშავიდან, ავიარეისით დაბრუნდა. სასამართლომ მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმავე დღეს იმსჯელა, გადაწყვეტილების გამოცხადება კი 19 იანვრისთვის გადაიდო. 

პეტრო პოროშენკო უკრაინის პრეზიდენტი 2014-2019 წლებში იყო. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე გასულ წელს აღიძრა. სახელმწიფო ბრალდების ვერსიით, პრეზიდენტობის პერიოდში, 2014-2015 წლებში, უკრაინისთვის განსაკუთრებით მკაცრი ზამთრის პირობებში, პოროშენკო მოითხოვდა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ნახშირის მიღებაზე ხელშეკრულება გაუქმებულიყო და ახალი კონტრაქტი თვითგამოცხადებულ დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებთან გაფორმებულიყო. პროკურატურის განცხადებით, ფული სეპარატისტების ლიდერებთან მიდიოდა და ამგვარად, პოროშენკო „ტერორისტული ორგანიზაციების“ დაფინანსებაში იღებდა მონაწილეობას. 

პეტრო პოროშენკო ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ შეთანხმების დეტალების შესახებ ინფორმირებული არ იყო. მისივე თქმით, მოქმედი პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ პოლიტიკურად იდევნება, რათა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]