weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შვეიცარიამ საქართველოს კოვიდპასპორტები აღიარა

10:26 ხუთშაბათი, 20 იანვარი 2022

შვეიცარიამ საქართველოს მიერ გაცემული კოვიდპასპორტები აღიარა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოში შვეიცარიის საელჩომ გაავრცელა. 

შვეიცარიის ჯანდაცვის ფედერალური დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველო შედის იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელთა მიერ გაცემულ კოვიდსერტიფიკატებს შვეიცარია აღიარებს. შვეიცარიაში შესვლისას, კოვიდპასპორტთან ერთად, სავალდებულოა კორონავირუსზე ტესტის ჩატარება.

საქართველოში მოქალაქეს მწვანე პასპორტი ენიჭება იმ შემთხვევაში თუ აკმაყოფილებს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს: არის სრულად ვაქცინირებული; გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე; ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი; ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;

საერთაშორისო მგზავრობისთვის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილია აპლიკაცია Georgia e-Health, სადაც ციფრული კოვიდ-სერტიფიკატის ნახვაა შესაძლებელი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]