დღეს გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 3742 თბილისში დადასტურდა, რეგიონებში კი ასეთი მონაცემებია:
აჭარა – 903
იმერეთი – 510
შიდა ქართლი – 238
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 211
ქვემო ქართლი – 196
კახეთი – 187
სამცხე-ჯავახეთი – 134
მცხეთა-მთიანეთი – 130
გურია – 92
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8
ქვეყანაში კოვიდინფიცირების 61 080 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 54 891 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის;
- 4443 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ამ ეტაპზე, 1010 მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 276 პირი;
- 1746 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, კორონავირუსი ლაბორატორიულად 1 021 943 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 946 255 გამოჯანმრთელდა. ვირუსს ჯამში 14 582 პირი ემსხვერპლა.