„ასეთია ალგორითმი. რა მნიშვნელობა აქვს, სხვას რას გადასდებს ადამიანი – „ომიკრონს“, „დელტას“ თუ თუ გრიპს. ადამიანს, როცა აქვს რაიმე სიმპტომები გრიპისმაგვარი დაავადების, პირველ რიგში, გადადის იზოლაციაში და მეორე-მესამე დღეს იკეთებს სწრაფ ტესტს. ტექნიკასაც გააჩნია – საკმაოდ ღრმად, თითქმის ხახამდე უნდა მივიდეს, ხახას უნდა მოესვას. ეს არის სწრაფი ტესტი და მაშინ, ის მშვენივრად იძლევა პასუხს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
მისივე თქმით, ახლა მწვავე რესპირატორული დაავადებებისა და გრიპის სეზონია. როგორც იმნაძე ამბობს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოვლენილი გრიპის ვირუსები ბოლო კვირაში გაორმაგდა.
„ძირითადად, A ტიპის H3N2 ვირუსი ცირკულირებს, რომელიც ჩვეულებრივი გრიპის ვირუსია და თითქმის ყოველ წელს არის ხოლმე. ასე რომ, არ არის აუცილებელი, ყველას, ვისაც ექნება რაიმე მწვავე რესპირატორული დაავადების სიმპტომები, ჰქონდეს „ომიკრონი“, ანუ კოვიდი. რა თქმა უნდა, კოვიდი წამყვანია და რჩება წამყვან დაავადებად და ამაზე ბოლო დღეებში გამოვლენილი შემთხვევებიც მეტყველებს. მათი თითქმის ნახევარი გამოვლენილია სწრაფი ტესტებით“, – განაცხადა იმნაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
ამ თემაზე:
თბილისში შემთხვევების 80% „ომიკრონია“, რეგიონებში 40-დან 60%-მდე მერყეობს – იმნაძე