weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 13-18 წლის გოგონებისთვისაც უფასო გახდა

18:17 პარასკევი, 21 იანვარი 2022

საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება და პაპილომა ვირუსის (HPV) საწინააღმდეგო ვაქცინაცია 13-18 წლის გოგოებსაც უფასოდ ჩაუტარდებათ. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს დაავადებათა ეროვნული ცენტრის იმუნოპროფილაქტიკის სამმართველოს უფროსმა, ლიკა ჯაბიძემ გაავრცელა. აქამდე სახელმწიფო პროგრამა 10-11-12 წლის გოგონებზე ვრცელდებოდა. 

პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 13-18 წლის გოგონების ასაკობრივ ჯგუფებში შემდეგი სქემით ჩატარდება:

  • 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ორჯერადი ვაქცინაცია მინიმუმ 6 თვის ინტერვალით;
  • 15 – 18 წლის ასაკობრივ ჯგუფში სამჯერადი ვაქცინაცია შემდეგი სქემით: 0 – 2 – 6 თვე. პირველ და მეორე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე.

პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შესაძლებელია ჯანდაცვის პირველადი რგოლის ცენტრებში – პოლიკლინიკებში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ადამიანის პაპილომა ვირუსი (HPV) რეპროდუქციული ტრაქტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსია. სქესობრივად აქტიური ქალებისა და მამაკაცების უმეტესობა ინფიცირდება ცხოვრების რაღაც ეტაპზე და შესაძლებელია აგრეთვე განმეორებითი ინფიცირებაც. ინფექციის შეძენის ყველაზე მაღალი ალბათობა, როგორც ქალების ასევე მამაკაცებისთვის, სქესობრივი აქტივობის დაწყების პერიოდზე მოდის.

პაპილომა ვირუსის 100-ზე მეტი გენოტიპია ცნობილი. მათ ორ დიდ ჯგუფად ყოფენ: დაბალი რისკისა და მაღალი რისკის გენოტიპებად. დაბალი რისკის გენოტიპები მახვილწვერა კონდილომას იწვევენ, მაგრამ ნაკლებად ასოცირდებია სასქესო ორგანოების კიბოს წინარე დაავადებებსა და კიბოსთან. მაღალი რისკის გენოტიპებია (ასეთია 13 ტიპი): HPV 16, 18, 31, 33, 35, 39, 45, 51, 52, 56, 58, 59, 66, 68. ონკოგენურ ტიპებს შორის ყველაზე ხშირია მე-16 და მე-18 ტიპები. მე-16 ტიპზე მოდის საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა დაახლოებით ნახევარი, ხოლო მე-18 ტიპზე – 10-12%. პაპილომა ვირუსების სხვა ონკოგენური ტიპებია 31, 33, 45, 52, 58, რომელთაგან თითოეული ასოცირებულია გენიტალური სიმსივნეების 2-4%-თან. რაც შეეხება მე-6 და მე-11 ტიპებს, რომლებიც პაპილომა ვირუსების ძალიან ხშირი და გავრცელებული ტიპებია, ისინი არ იწვევს სიმსივნეებს და ასოცირებულა გენიტალური მეჭეჭების განვითარებასთან.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, გოგონებს პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრა, მოზრდილობაში ჩატარებულ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგთან ერთად, საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებისაგან დაიცავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]