კოვიდინფიცირების 11 039 ახალი შემთხვევიდან თბილისში 6027 შემთხვევაა, ხოლო ცალკეულ რეგიონებში შემდეგი მონაცემებია:
აჭარა – 1167
იმერეთი – 1323
ქვემო ქართლი – 512
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 500
შიდა ქართლი – 475
კახეთი – 366
გურია – 218
სამცხე-ჯავახეთი – 208
მცხეთა-მთიანეთი – 203
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 40
დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 70 423 მიმდინარე შემთხვევაა, საიდანაც:
- 64 040 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის;
- 4462 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ამ ეტაპზე 989 მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 275 პირი;
- 1921 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
საქართველოში პანდემიის გავრცელების შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 041 749 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული. აქედან, 956 627 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ვირუსს ჯამში 14 673 ინფიცირებული ემსხვერპლა.