დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 7947 ახალი შემთხვევიდან 4496 თბილისში დაფიქსირდა, რეგიონების მიხედვით კი ასეთი მონაცემებია:
აჭარა – 1352
იმერეთი – 857
ქვემო ქართლი – 282
შიდა ქართლი – 266
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 215
კახეთი – 180
გურია – 100
მცხეთა-მთიანეთი – 98
სამცხე-ჯავახეთი – 93
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8
დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 77 049 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 70 370 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის;
- 4618 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ამ ეტაპზე 987 მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 273 პირი;
- 2061 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსი ლაბორატორიულად 1 059 392 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 967 585 გამოჯანმრთელდა. დღემდე ვირუსს ჯამში 14 732 ადამიანი ემსხვერპლა.