weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ყაზბეგის და სადახლოს საბაჟოებზე 771 გრამი არადეკლარირებული ოქრო ამოიღეს

12:16 ხუთშაბათი, 07 სექტემბერი 2017

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან  ერთად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ საბაჟო - გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ საქართველოში შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ოქროს ნაკეთობები, რომლის საბაჟო ღირებულება 29 989 ლარს შეადგენს.

ასევე, საბაჟო - გამშვები პუნქტი „სადახლოს“ გავლით, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქემ, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, ქვეყანაში შემოიტანა 52 351,55 ლარის საბაჟო ღირებულების ოქროს საიუველირო ნაწარმი.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულია 771 გრამი ოქროს ნაკეთობები.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 - ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 - დან 7 წლამდე ვადით.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]