weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

პოლიციელმა მეტროსადგურში ყრუ-მუნჯ ახალგაზრდას სცემა – ტვ პირველი

17:52 ორშაბათი, 24 იანვარი 2022

ტელეკომპანია „პირველი“ ავრცელებს ვიდეოკადრებს, სადაც ჩანს, რომ პოლიციის ფორმაში ჩაცმული პირი ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად უსწორდება. ვიდეომასალა თბილისის ერთ-ერთ მეტროსადგურში მომხდარ შემთხვევას ასახავს. 

„ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ვიდეოს ერთ ნაწილში ჩანს, რომ პოლიციელი ახალგაზრდას ხელით იჭერს და ესკალატორზე აჰყავს. მათთან ერთად სავარაუდოდ კიდევ ორი ბიჭია. ერთ-ერთი მათგანი პოლიციელს უხსნის, რომ პირი, რომელიც დაჭერილი ჰყავს, ყრუ-მუნჯია, რაზეც პოლიციელი პასუხობს: „მანდ უნდა იაროს მერე? შენ ხომ გესმის? უნდა გაარიდო მერე. ყრუ მუნჯია? რომ ავალაპარაკო ახლა?“ 

ამის შემდეგ პოლიციელს ახალგაზრდა მეტროსადგურში არსებულ ოთახში შეჰყავს, სადაც სხვა პოლიციელის თანდასწრებით სცემს. ვიდეოკადრებიდან ჩანს, როგორ ურტყამს მას მუშტებს სახესა და თავში. 

ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით, შემთხვევა სავარაუდოდ მეტროსადგურ „ისანში“, გუშინ საღამოს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

განახლება: შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გენერალურმა ინსპექციამ ვიდეომასალის გავრცელებისთანავე დაიწყო მოკვლევა და მოპოვებული მასალები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გადაუგზავნა. შსს-ს ცნობით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით აწარმოებს, რაც პოლიციელის მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

 

ამ თემაზე:

მეტროში შშმ არასრულწლოვნის ცემის საქმეზე 2 პოლიციელი დააკავეს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]