weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ორი ახალი უწყების უფროსების შესარჩევად საკონკურსო კომისიები შეიქმნა 

19:21 ორშაბათი, 24 იანვარი 2022
ფოტოზე - ილია დარჩიაშვილი ფოტოზე - ილია დარჩიაშვილი

მთავრობის ადმინისტრაციაში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის კანდიდატურების შესარჩევი საკონკურსო კომისიების პირველი სხდომა გაიმართა. კომისიების თავმჯდომარედ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ილია დარჩიაშვილი აირჩიეს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში არიან: 

  • ილია დარჩიაშვილი – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი; 
  • მიხეილ სარჯველაძე – საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; 
  • ანრი ოხანაშვილი – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; 
  • გიორგი მიქაუტაძე – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე; 
  • ბაკურ აბულაძე – საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე; 
  • გიორგი ბურჯანაძე – საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე;

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობაშიც იგივე პირები არიან, მეშვიდე წევრად დამატებულია არასამთავრობო ორგაბნიზაცია „უფლებები საქართველოს“ გამგეობის თავმჯდომარე კარლო ნიკოლეიშვილი.

სამსახურების უფროსების შესარჩევი კონკურსები 17 გამოცხადდა. 

„იმ კრიტერიუმებს შორის, რომლითაც კომისიები იხელმძღვანელებენ, არის: მართლმსაჯულების ან სამართალდამცავი ორგანოების სისტემაში ან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. კონკურსების შედეგად თითოეულ თანამდებობაზე შეირჩევა არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატისა. შერჩეული კანდიდატებიდან პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტს ასარჩევად თითოეულ თანამდებობაზე 2-2 კანდიდატს წარუდგენს“, – აგანმარტავენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

2021 წლის 30 დეკემბერს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნების“ მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რის შედეგადაც, პირველი მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება და მის ნაცვლად ორი ახალი უწყება – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური – იქმნება. თანამდებობიდან ვადაზე ადრე თავისუფლდება სახელმწიფო ინსპექტორი, პარლამენტის მიერ 2019 წელს, 6 წლის ვადით არჩეული ლონდა თოლორაია. პოსტებს დატოვებენ მისი პირველი მოადგილე და მოადგილეებიც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]