დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 15 762 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 8357 შემთხვევა. რეგიონებში შემდეგი მონაცემებია:
იმერეთი – 1 907
აჭარა – 1608
შიდა ქართლი – 794
ქვემო ქართლი – 727
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 721
კახეთი – 626
მცხეთა-მთიანეთი – 376
გურია – 290
სამცხე-ჯავახეთი – 282
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 74
დღეს ქვეყანაში კოვიდინფიცირების 87 609 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 80 950 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის;
- 4595 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე 963 მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 283 პირი;
- 2064 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 075 154-ს შეადგენს. 972 745 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა. დღემდე ვირუსს ჯამში 14 774 პირი ემსხვერპლა.