weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

უსიმპტომო პირების კორონავირუსზე სისტემური ტესტირება შესაძლოა დროებით შეწყდეს

14:02 სამშაბათი, 25 იანვარი 2022

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციაა, რომ უსიმპტომოთა სავალდებულო სისტემური ტესტირება დროებით შეწყდეს. ამის შესახებ ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

სისტემური ტესტირება უტარდებათ სკოლის პედაგოგებს, მებაჟეებს, ბაზრობებზე მომუშავე პირებს და ა.შ.

„ჩვენ დღეს შევედით საკოორდინაციო საბჭოზე წინადადებით, რომ პირველი თებერვლიდან, დროებით, უსიმპტომო პირების, გარდა სამედიცინო პერსონალისა, ე.წ. სისტემური ტესტირება შევაჩეროთ გარკვეული პერიოდით, იმიტომ, რომ ძირითადად, გადავერთოთ სიმპტომებიანი ადამიანების ტესტირებაზე.

დღევანდელი წინადადება არის, რომ იქ, სადაც უსიმპტომო ადამიანებს სავალდებულოდ ვტესტავდით, თებერვლიდან ეს შევაჩეროთ და იყოს მხოლოდ სიმპტომებიანი ადამიანების ტესტირება როგორც სწრაფი, ისე PCR ტესტებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

როგორც ამირან გამყრელიძემ ამბობს, ამ ეტაპზე, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი და უსიმპტომო პირების ტესტირებას „არავითარი მნიშვნელობა არ აქვს“. გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, „ომიკრონი“ ისე ცირკულირებს, რომ, სიმპტომების შემთხვევაში, ტესტირება აუცილებელი აღარაა და სასურველია, პირი პირდაპირ იზოლაციაში გადავიდეს. 

გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ლაბორატორიებს ნუ გადატვირთავენ. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]