გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
„მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უახლოეს პერიოდში მოხდება დაზარალებულის გამოკითხვა, ასევე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება“, – აცხადებს პროკურატურა.
ქუჩაში ქალზე ძალადობის ამსახველი ვიდეო პარტია „დროას“ ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მარიამ სიჭინავამ Facebook-ზე გაავრცელა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ პოლიციის სამმართველოში იმყოფებოდა, სადაც სამმართველოს უფროსის მოადგილემ დაუდასტურა, რომ ვიდეოზე ასახულ ადამიანს ნამდვილად აცვია კრიმინალური პოლიციის ფორმა.