დღეს გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 9487 თბილისში ფიქსირდება, რეგიონების მიხედვით კი შემდეგი მონაცემებია:
იმერეთი – 1990
აჭარა – 1958
შიდა ქართლი – 877
ქვემო ქართლი – 831
კახეთი – 704
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 680
მცხეთა-მთიანეთი – 391
სამცხე-ჯავახეთი – 310
გურია – 240
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 62
დღეს საქართველოში კოვიდინფიცირების 100 013 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 93 339 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის;
- 4651 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე 999 მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 283 პირი;
- 2023 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
საქართველოში პანდემიის დაწყების შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 092 684 შემთხვევაა გამოვლენილი. ინფიცირებულთაგან 977 832 უკვე გამოჯანმრთელდა, 14 813 კი გარდაიცვალა.