უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ 25 იანვარს ქალაქ ზუგდიდში, პოლიციის თანამშრომელმა გ.ბ.-მ პირად საკითხზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს მეგობარ ქალს მ.თ.-ს სახეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა.
პროკურატურამ გ.ბ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) გათვალისწინებული ქმედების ჩადენის გამო, 26 იანვარს დააკავა.
„დაკავებულს ბრალდება კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება, რის შემდეგაც პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს“, – აცხადებენ პროკურატურაში.
ზუგდიდში, ქუჩაში, პოლიციელის მიერ ქალზე ძალადობის ამსახველი ვიდეო გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა, რის შემდეგაც გამოძიება დაიწყო.