weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

გურჯაანის სოფელ კალაურში 37 წლის მამაკაცი მოკლეს

10:05 ხუთშაბათი, 27 იანვარი 2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში მკვლელობა მოხდა. 61 წლის მამაკაცმა სანადირო თოფიდან გასროლით 37 წლის თანასოფლელი მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია. 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, გ. მ.-მ მიმდინარე წლის 26 იანვარს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში ურთიერთშელაპარაკების შედეგად, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა თანასოფლელს - 1985 წელს დაბადებულ გ. ჩ.-ს. ​პოლიციამ ნივთმტკიცების სახით დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ამოიღო“, – აცხადებენ შსს-ში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]