დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 17 484 ახალი შემთხვევიდან 8989 შემთხვევა თბილისშია, რეგიონების მიხედვით კი შემდეგი მონაცემებია:
აჭარა – 2255
იმერეთი – 2222
ქვემო ქართლი – 812
შიდა ქართლი – 805
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 766
კახეთი – 656
მცხეთა-მთიანეთი – 320
გურია – 314
სამცხე-ჯავახეთი – 298
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 47
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 27 ადამიანი გარდაიცვალა, 3699 კი გამოჯანმრთელდა. დღეს ინფიცირების 113 771 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 106 977 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის;
- 4714 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ამ ეტაპზე 980 მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 274 პირი;
- 2080 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში.
საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, კორონავირუსი ლაბორატორიულად 1 110 168 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 981 531 გამოჯანმრთელდა. ვირუსს ჯამში 14 840 პირი ემსხვერპლა.