weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აჭარაში ჯილეხით 58 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

13:02 ხუთშაბათი, 07 სექტემბერი 2017

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალსოფელში ჯილეხი დაფიქსირდა. ამ დაავადებით 58 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. „TV25“-ის ინფორმაციით, სოფელში კარანტინი გამოცხადდა.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ახალსოფელში მცხოვრები მამაკაცი ჯილეხით 19-20 აგვისტოს, საქონლის დაკვლის შემდეგ დაავადდა.

„პირუტყვს ქოშინი, სისხლიანი გამონადენი ჰქონდა და ვერ მოძრაობდა, რის გამოც მისი დაკვლა გადაწყვიტეს. ხორცმა ცუდი ფერი მიიღო და ნაგავსაყრელზე გადააგდეს. დაკვლის დროს მამაკაცი ჯილეხით დაავადდა. მოგვინებით მისი მდგომარეობა გაუარესდა და გარდაიცვალა“, - ციტირებს აჭარის ტელევიზია სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარული დეპარტამენტის უფროსის ლაშა ავალიანის კომენტარს.

მისივე თქმით, ახალსოფელი ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამაში ჩართული არ ყოფილა, რადგან დაავადება სოფელში არასდროს დაფიქსირებულა. ახლომდებარე სოფელ გონიოში კი ჯილეხის შემთხვევა ბოლოს 1943 წელს გამოავლინეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იმ ადგილს, სადაც დაკლული საქონლის ნაწილები გადაყარეს, დეზინფექცია ჩაუტარდა და ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია მიმდინარეობს. სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს თავი შეიკავონ დაავადებული ცხოველთან შეხებისა და დაკვლისგან.

ჯილეხი (ციმბირული წყლული) ადამიანისა და ცხოველის საერთო მწვავე ინფექციური დაავდებაა. მისი სპორა ნიადაგში საუკუნეების განმავლობაში ძლებს და შესაბამის პირობებში აქტიურდება. ადამიანების უმეტესობა ჯილეხით ავადდება დაავადებული ცხოველის მოვლის, დაკვლის, ხორცის, მატყლის, ტყავის და ბეწვის დამუშავების დროს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]