weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

მოსახლეობის 42% აცრას არ აპირებს, 59% ბავშვების ვაქცინაციის წინააღმდეგია – NDI

12:22 ხუთშაბათი, 27 იანვარი 2022

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით დეკემბერში ჩატარებული კვლევის თანახმად, კორონავირუსის ორი წლის თავზე, მოსახლეობის ნახევარი მთავრობის მიერ პანდემიის მართვას დადებითად აფასებს, თუმცა ვაქცინაციის მიმართ უნდობლობის მაჩვენებელი კვლავ მაღალი რჩება.

შეკითხვაზე, როგორ უმკლავდება საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიას, გამოკითხულთა 50%-მა განაცხადა, რომ კარგად, 43%-ის პასუხი კი იყო – „ცუდად“. 2021 წლის თებერვალში მთავრობის მიერ პანდემიის მართვას 68% აფასებდა დადებითად, ივლისში კი ეს მაჩვენებელი 53%-მდე იყო შემცირებული.

NDI-ის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა, კერძოდ, 64% დარწმუნებულია, რომ ვაქცინაციის შესახებ საკმარისი ინფორმაცია აქვს, 33%-ი კი ამბობს, რომ არასაკმარის ინფორმაციას ფლობს.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიმართ უნდობლობა კვლავ მაღალია. შეკითხვაზე, გაიკეთებდნენ, თუ არა აცრას, გამოკითხულთა 42% ამბობს, რომ არ გაიკეთებდა, 29%-ის თქმით, უკვე აცრილია, ხოლო 25% აცხადებს, რომ ვაქცინას გაიკეთებდა. 2021 წლის ივლისში გამოკითხულთა 47% აცხადებდა, რომ ვაქცინაციას არ აპირებდა.

ვაქცინისადმი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები მთავარ მიზეზებად ვაქცინის ხარისხის მიმართ უნდობლობასა (38%) და ჯანმრთელობის პრობლემებს (20%) ასახელებენ. 15% ფიქრობს, რომ პანდემიას ვაქცინის გარეშეც გაუმკლავდება, 7% კი მიიჩნევს, რომ „ვაქცინაციას სინამდვილეში სხვა მიზნები აქვს“ და ამიტომ არ იცრება.

გამოკითხულთა 54%-დან, ვინც ვინც უკვე აიცრა ან ამბობს, რომ აიცრებოდა, 63% ბუსტერ დოზის გაკეთებას აპირებს, 20%-მა არ იცის, 14%-ის პასუხია, რომ ბუსტერ დოზას არ გაიკეთებს, ხოლო 3% ამბობს, რომ ბუსტერი უკვე გაკეთებული აქვს. 

მოსახლეობის უმრავლესობა ბავშვების ვაქცინაციის წინააღმდეგია. შეკითხვაზე – ვაქცინაციის ასაკმა საქართველოში 12 წლამდე დაიწია. აცრიდით თუ არა თქვენს შვილს კორონავირუსის წინააღმდეგ – პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: 59% – არა, 26% – დიახ, 15% – არ ვიცი, 1% – უკვე ავცერი ჩემი შვილი/ები. 

აღნიშნული კვლევა CRRC-საქართველომ 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩაატარა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4%-ია. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]