weather cur horoscope tv
ნოემბერი 02, 2024

17 წლის ბიჭის საქმეზე დაკავებული პოლიციელები უარყოფენ, რომ კადრებზე ისინი არიან – პროკურორი

15:59 ხუთშაბათი, 27 იანვარი 2022

პროკურორის ინფორმაციით, თბილისის მეტროში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 17 წლის ბიჭის ცემისთვის დაკავებული პოლიციელები უარყოფენ, რომ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ისინი არიან. ამის შესახებ პროკურორმა თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

„ბრალდებულებისთვის წარდგენილი გვაქვს კადრები და უარყოფენ, რომ ისინი არიან, თუმცა მათი უშუალო ხელმძღვანელია დაკითხული, რომელიც ადასტურებს, რომ ეს პირები არიან კადრებზე აღბეჭდილი“, – განაცხადა პროკურორმა ჟურნალისტებთან.

პროკურატირა ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ. 

თბილისში, მეტროსადგურ „ისანის“ შენობაში 17 წლის მოზარდზე პოლიციელის ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ, ორი სამართალდამცველი დააკავეს. „ყრუ-მუნჯია? რომ ავალაპარაკო ახლა?“ – ისმოდა ვიდეოში პოლიციელის სიტყვები. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომელმა მეტროსადგურში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ოთახში გამეტებით სცემა არასრულწლოვანს მიუხედავად ბიჭის მინიშნებისა, რომ სმენადაქვეითებული იყო და საუბარი არ ესმოდა. ძალადობას მეორე პოლიციელიც შეესწრო, რომელმაც კოლეგის შესაჩერებლად არაფერი გააკეთა და როგორც გაირკვა, მომხდარის შესახებ არც საგამოძიებო უწყებას შეატყობინა.

პატრულ-ინსპექტორ ნუგზარ ბაქრაძეს ბრალად ედება არაადამიანური მოპყრობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არასრულწლოვნის, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ (სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მე-2 ნაწილი). ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. რაც შეეხება მეორე დაკავებულს – პატრულ-ინსპექტორს, კახაბერ ბაკაშვილს, მას ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილი). 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]