გამგებლის წარმომადგენლის, ვლადიმერ ფილფანის ინფორმაციით, ლენჯერში კაერის ღელე ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა, რის გამოც სოფელ კაერთან სამანქანო გზაზე გადაადგილება გართულებულია. მისივე თქმით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია მესტია-უშგულის გზაზეც.
სტიქიის ადგილებში ამ დროისთვის გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.
უხვმა ნალექმა მესტიის მუნიციპალიტეტი 1-ელ სექტემბერსაც დააზარალა. ადიდებულმა მდინარე მესტიაჭალამ და მისმა შენაკადებმა მესტიაში, ბეჩოში, ლენჯერსა და მულახში ხიდები წაიღო. ბეჩოს თემში შემავალ სოფელ მაზერთან კი მეწყერი ჩამოვიდა.