დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 17 066 ახალი შემთხვევიდან თბილისში 9256 შემთხვევაა გამოვლენილი, რეგიონებში კი ასეთი მონაცემებია:
იმერეთი – 2219
აჭარა – 1523
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 865
ქვემო ქართლი – 780
შიდა ქართლი – 775
კახეთი – 683
სამცხე-ჯავახეთი – 388
მცხეთა-მთიანეთი – 289
გურია – 240
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 48
ბოლო დღე-ღამეში 5397 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა და დაფიქსირდა გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა. დღეს ქვეყანაში ინფიცირების 125 410 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 118 373 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის;
- 4894 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ამ ეტაპზე 992 მძიმე პაციენტია. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 280 პირი;
- 2143 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
საქართველოში, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, კორონავირუსი ლაბორატორიულად 1 127 234 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 986 928 გამოჯანმრთელდა. დღემდე ვირუსს ჯამში 14 870 პირი ემსხვერპლა.