weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თბილისის მერიამ ორხევის დასახლებაში აშენებული სახლები დაანგრია

12:26 პარასკევი, 28 იანვარი 2022

თბილისში, სამგორის რაიონში მდებარე ორხევის დასახლებაში, თბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, მოქალაქეების წინააღმდეგობის ფონზე, უკანონოდ აშენებული სახლები დაანგრია. ზოგიერთი დაზარალებული აცხადებს, რომ წასასვლელი არსად აქვს. 

„უსახლკროები ვართ, მოვედით, მიწა ვნახეთ, ჩვენი შრომით, ჩვნი სახსებით ვაკეთებთ, ვისაც რისი საშუალება გვაქვს. მოვიდნენ და დანგრევით გვემუქრებიან“.

„პირადად მე გაფრთხილებული არ ვყოფილვარ, მაგრამ გვერდით ვისი სახლებიც დაანგრიეს, ოთხი სახლი, გაფრთხილებულები იყვნენ, რომ უნდა მოსულიყვნენ და დემონტაჟი გაეკეთებინათ. იმ სახლებში ადამიანები ცხოვრობდნენ“.

„მე და მამაჩემი იმ სახლში ვცხოვრობდით. შეშა გვქონდა გათავებული, დილით ადრე, 6 საათზე წავედით, რომ მოგვეტანა და როცა დავბრუნდით, 9 საათზე, ეს სიტუაცია დაგვხვდა. ქონების მითვისებისთვის არ მქონია აშენებული, მქონდა საცხოვრებლად, რადგან არსად საცხოვრებელი არ მაქვს. შეგვპირდნენ, რომ გამგებელი მოვა და დაგაკმაყოფილებენო. დღეს სადმე დასარჩენიც არ გვაქვს“. 

„უკანონო მშენებლობააო. მეც ხომ ვიცი, რომ უკანონო არის, ჩემი ადგილი არ არის, მაგრამ სად წავსულიყავი. ავაშენე და ვცხოვრობდით“, – აცხადებენ სახლების მფლობელები მედიასთან.

თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლის თქმით, მათ სახელმწიფო მიწაზე მიმდინარე უკანონო მსენებლობების დემონტაჟი მოახდინეს, რის შესახებაც მოსახლეობა გაფრთხილებული იყო: „ქუჩაში არავინ დარჩება, მაგრამ შენობები, რომელთა დემონტაჟიც მოვახდილეთ, დაუსრულებელი იყო და შიგნით არავინ ცხოვრობდა“, – ამბობს ის. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]