weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თბილისში სავარაუდოდ CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა

21:56 შაბათი, 29 იანვარი 2022

თბილისში, გლდანის მეორე მიკრო-რაიონში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში სავარაუდოდ CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად ერთი ოჯახის ხუთი წევრი დაიღუპა. გარდაცვლილთა შორის სამი არასრულწლოვანია. 

თბილისის საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატის, კოტე ზარნაძის ინფორმაციით, ოჯახი ბინაში რამდენიმე დღის წინ გადავიდა.

„ოჯახი თბებოდა გაზქურის ღუმელით, ფანჯარა იყო დახურული, სახლში ჰაერი არ მოძრაობდა და მოხდა ინტოქსიკაცია. ამ სახლში ორი დღის გადმოსული იყვნენ ქირით. გამოძიება დაწყებულია, შესაბამისი სამსახურები დაადგენენ, ზუსტად რა მოხდა“, – განაცხადა ზარნაძემ.

მომხდარს გამოეხმაურა კომპანია „თბილისი ენერჯი“, რომელიც დედაქალაქის გაზმომარაგებაზეა პასუხისმგებელი. მათი ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს ბინაში შესვლისას გაზქურის ღუმელი ღია და ანთებულ მდგომარეობაში დახვდათ.

„უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით გაზქურის და მისი ღუმელის გათბობის მიზნით გამოყენება კატეგორიულად დაუშვებელია. ასეთი შემთხვევის დროს ბინაში CO (ცეო) გროვდება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათოა. ჩვენი სპეციალისტების მიერ, პირველადი დათვალიერების შედეგად ვვარაუდობთ, რომ აღნიშნული ფაქტი უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი გახდა“, – აცხადებს „თბილისი ენერჯი“

კომპანია, მომხმარებლებს მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების წესები, ნუ გამოიყენებენ აკრძალულ დანადგარებს და გაზქურას გასათბობად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]