დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 7078 თბილისში დადასტურდა, რეგიონების მიხედვით კი შემდეგი მონაცემებია:
იმერეთი – 1740
აჭარა – 1734
ქვემო ქართლი – 661
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 640
შიდა ქართლი – 554
სამცხე-ჯავახეთი – 268
კახეთი – 206
მცხეთა-მთიანეთი – 136
გურია – 119
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14
ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსისგან 8503 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 35 კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 151 139 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 143 706 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის;
- 5433 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ამ ეტაპზე 1034 მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 268 პირი;
- 2000 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსი ლაბორატორიულად 1 175 923 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 1 009 778 გამოჯანმრთელდა. ვირუსს ჯამში 14 980 პირი ემსხვერპლა.