დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 11 800 თბილისში დადასტურდა, რეგიონების მიხედვით კი შემდეგი მონაცემებია:
იმერეთი – 3134
აჭარა – 2204
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 1628
შიდა ქართლი – 1461
ქვემო ქართლი – 1199
კახეთი – 1059
მცხეთა-მთიანეთი – 683
გურია – 473
სამცხე-ჯავახეთი – 471
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 89
ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირებული 10 732 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 36 პაციენტი კი გარდაიცვალა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 164 572 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 157 087 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის;
- 5454 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ამ ეტაპზე 1048 მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 263 პირი;
- 2031 ადამიანი კლინიკურ-სასტუმროებშია მოთავსებული.
საქართველოში პანდემიის გავრცელების შემდეგ, ლაბორატორიულად კორონავირუსის სულ 1 200 124 შემთხვევა დადასტურდა. 1 020 510 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 15 016 კი გარდაიცვალა.