weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მთავრობამ „მწვანე პასპორტი“ გააუქმა

13:56 სამშაბათი, 01 თებერვალი 2022

მთავრობამ ე.წ. მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გააუქმა. ეს გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.

„ომიკრონის“ გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება უქმდება. აღრიცხვიანობის ყველა სისტემა კვლავ მოქმედი რჩება და ის პირები, რომლებსაც „მწვანე პასპორტი“ საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ესაჭიროებათ, კვლავინდებურად შეძლებენ ამ მექანიზმით სარგებლობას“, – ნათქვამია მთავრობის ადმიისტრაციის განცხადებაში.

პირველი დეკემბრიდან დღემდე, მწვანე სტატუსი/პასპორტი ორჯერადად ვაქცინირებულ ან კოვიდგადატანილ მოქალაქეებს ენიჭებოდათ. გარდა ამისა, აღნიშნული სტატუსის მიღება შესაძლებელი იყო 72-საათიანი ვალიდურობის PCR ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტის ჩატარების შემთხვევაშიც.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავიორუსით ინფიცირების 24 201 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყანაში ვირუსის 164 572 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 157 087 ადამიანი ბინაზე მკურნალობს. 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლის, გიორგი ღიბრაძის თქმით, ინფიცირების მზარდი რაოდენობის მიუხედავად, ვითარება სრულად მართვადია და ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა მნიშვნელოვნად არ იზრდება.

„პაციენტების დიდი უმრავლესობა მკურნალობს ბინაზე და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს ახორციელებენ ოჯახის ექიმები, რომელთა რაოდენობა ბოლო დღეებში კიდევ უფრო გაიზარდა

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტიანი გზა არის ვაქცინაციას. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე.წ რისკჯგუფების ვაქცინაცია, რათა თავიდან ავიცილოთ ჯანმრთელობის შემდგომი გართულებები“, – აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ. 

მისივე თქმით, რისკჯგუფებში – 50 წელს ზემოთ, პირველადი ვაქცინაციის შემთხვევაში კვლავინდებურად მუშაობს წახალისების პროგრამა და ის ითვალისწინებს 200 ლარს, ხოლო ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში, ამავე ასაკობრივ ჯგუფში 100 ლარიანი წახალისების სისტემა მოქმედებს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ორჯერადად 1 335 856 ადამიანია ვაქცინირებული, რაც მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 46%-ია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]