weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„მწვანე პასპორტის“ ტექნიკური საფუძველი შესუსტდა – თამარ გაბუნიას განმარტება

17:02 სამშაბათი, 01 თებერვალი 2022

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „მწვანე პასპორტის“ სავალდებულოობისთვის ტექნიკური საფუძველი შესუსტდა და ის დღეს ნაკლებად ეფექტურია ვაქცინაციის წახალისების მხრივაც. 

„მწვანე პასპორტებთან“ დაკავშირებით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება არის ის, რომ ქვეყნის შიგნით, ამ ეტაპზე, მწვანე პასპორტებს სავალდებულო ხასიათი არ ჰქონდეს. „მწვანე პასპორტის“ ტექნიკური საფუძველი, გარკვეულწილად, „ომიკრონთან“ დაკავშირებული ფაქტორების გათვალისწინებით, შესუსტდა. 

„ომიკრონის“ პირობებში რეინფიცირება მაღალია და ამდენად, ინფექციის გადატანის სტატუსი არ იცავს და არ არის გარანტია იმისთვის, რომ პირი იქნება უსაფრთხო. ასევე, ვიცით, რომ ვაქცინაციაც გარკვეულწილად არის დაცვა, მაგრამ ეს არ არის სრული დაცვა ინფიცირებისგან. 

ეს არის დაცვა უფრო მეტად ჰოსპიტალიზაციისა და გართულებებისგან. „ომიკრონის“ შემთხვევაშიც ესეც არის მნიშვნელოვანი. 

ამდენად, ჩვენ რომ რეალურად ვთქვათ, რომ პირი არის ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო, ეს არის ახლად ჩატარებული ტესტი – ეს შეიძლება იყოს PCR ტესტი და რაღაც შემთხვევებში ანტიგენ ტესტიც, თუ მეტად სიმპტომურია პირი. ამ ტექნიკუჯრი ფაქტორების გათვალისწინებით, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ჩაითვალა, რომ „მწვანე პასპორტის“ სავალებულო მოთხოვნა მოიხსნას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დაწესებული რეგულაციები ან ვაქცინაციის კამპანია უნდა შესუსტდეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

მისივე თქმით, „მწვანე პასპორტის“ მიზანი ვაქცინაციის წახალისება იყო, რაც დღეს ნაკლებად აღინიშნება. 

„მწვანე პასპორტი“ პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა. ნოემბრის მეორე ნახევარში და შემდეგ დეკემბრის გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ჩვენ ვნახეთ სტიმულირება ორივე ასაკობრივ ჯგუფში – ხანდაზმულებში, რაც უკავშირდება წახალისების მექანიზმს და ახალგაზრდებშიც, რაც უფრო მეტად უკავშირდება „მწვანე პასპორტის“ ეფექტს. დღეს ეს ეფექტი ძალიან ნაკლებად აღინიშნება, რაც არ არის გასაკვირი – ბევრმა ქვეყანამ გამოიარა იგივე გზა“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ. 

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]