weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ამირან გამყრელიძე ბიზნესებს „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის რეკომენდაციას აძლევს 

17:35 სამშაბათი, 01 თებერვალი 2022

„ვაქცინაცია და აცრები გახლავთ პანდემიასთან ბრძოლის მთავარი იარაღი, პანდემიის შეჩერების მთავარი გზა გადის ვაქცინაციაზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას აცრისკენ, იქნება „მწვანე პასპორტი“ დაშვებული, თუ არა“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ბიზნესისთვის რეკომენდირებულია, მომხმარებლებს ე.წ. მწვანე პასპორტები მოსთხოვონ. 

„დღეს გამოცხადდა, რომ სავალდებულო არ იქნება მწვანე პასპორტი. ჩემი გადასახედიდან, მთელი რიგი ბიზნესებისთვის რეკომენდებულია მათი მოთხოვნა, ეს მათი გადასაწყვეტია. მოგიყვანთ ჩვენს მაგალითს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მობრძანდით. ვერ შემოხვალთ, თუ არ აჩვენებთ თქვენს აცრის, ტესტირების სტატუსს, ანუ „მწვანე პასპორტი“ აქ მუშაობს. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ბიზნესი ამას გააგრძელებს, მაგრამ დღეს განხილული იყო მისი ვალდებულება, სავალდებულოება ამ ეტაპზე მოხსნილია“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციამ განმარტა, აღრიცხვიანობის ყველა სისტემა კვლავ იმუშავებს და ის პირები, რომლებსაც „მწვანე პასპორტი“ საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ესაჭიროებათ, კვლავინდებურად შეძლებენ ამ მექანიზმით სარგებლობას. 

 

ამ თემაზე:

„მწვანე პასპორტის“ ტექნიკური საფუძველი შესუსტდა – თამარ გაბუნიას განმარტება

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]