ინფიცირების 12 804 ახალი შემთხვევაა თბილისში, რეგიონების მიხედვით კი ასეთი მონაცემებია:
იმერეთი – 3689
აჭარა – 2190
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 1623
ქვემო ქართლი – 1581
შიდა ქართლი – 1466
კახეთი – 1298
მცხეთა-მთიანეთი – 617
სამცხე-ჯავახეთი – 511
გურია – 439
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 102
ბოლო 24 საათში კოვიდით ინფიცირებული 9555 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 44 კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ინფიცირების 181 293 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 173 730 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის;
- 5522 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე 1062 მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 263 პირი;
- 2041 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში.
საქართველოში პანდემიის გავრცელების შემდეგ, ლაბორატორიულად კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 226 444 შემთხვევა დადასტურდა. 1 030 065 ადამიანი ვირუსისგან გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 060 გარდაიცვალა.