weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სავსებით შესაძლებელია მწვანე პასპორტების გაუქმებამ ინფიცირების ზრდას შეუწყოს ხელი – ჩხაიძე

14:18 ოთხშაბათი, 02 თებერვალი 2022

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის და იმუნიზაციის ჯგუფის წევრის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ე.წ. მწვანე პასპორტის გაუქმებამ შესაძლოა ინფიცირების ზრდას შეუწყოს ხელი და ვაქცინაციის ტემპიც შეანელოს. 

„მწვანე პასპორტების“ მთლიანად გაუქმება და ამოღება საქართველოსთვის გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული და ეს რისკები არის, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ უსაფრთხოების ნაკლები განცდა. როდესაც თქვენ დახურულ სივრცეში ხართ და დახურული სივრცე „მწვანე პასპორტის“ აუცილებლობას გულისხმობდა, ახლა ამ მექანიზმის მოხსნის შემდეგ დახურულ სივრცეში ინფექციის გაზრდის რისკი, რა თქმა უნდა, იქნება უფრო მეტი 

ჯერჯერობით საქართველო კორონავირუსის პანდემიის გავრცელების მეექვსე ტალღის აღმავალ მრუდზეა, ინფიცირების მაჩვენებელი ძალიან მაღალია და სავსებით შესაძლებელია, რომ „მწვანე პასპორტების“ მთლიანად გაუქმებამ ინფიცირების ზრდასაც შეუწყოს ხელი.

რაც შეეხება მეორე მხარეს, გახდება თუ არა „მწვანე პასპორტების“ სისტემის გაუქმება დემოტივატორი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ჯერ კიდევ ჰქონდათ სურვილი ჩაეტარებინათ ვაქცინაცია, რა თქმა უნდა, გახდება, რადგან ვაქცინაციის ხელშეწყობა იყო ერთ-ერთი მთავარი მიზანი „მწვანე პასპორტის“ ამოქმედების. ეს ხელშემწყობი მექანიზმი აღარ მუშაობს და შესაბამისად, ეს კიდევ უფრო მეტად შეამცირებს ვაქცინაცის ისედაც დაბალ მაჩვენებელს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მისივე თქმით, „მწვანე პასპორტის“ გაუქმება საქართველოს უნიკალური გადაწყვეტილება არ ყოფილა, რის მაგალითადაც ივანე ჩხაიძემ დანიის მაგალითი მოიყვანა: „ერთი, რაც განგვახსხვავებს, არის ვაქცინაციის მაჩვენებელი. დანიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო 80%-იანი ვაქცინაციის ფონზე, ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ 42%-იანი ვაქცინაციის ფონზე“. 

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი თებერვლიდან საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა. ამის მიზეზად „ომიკრონის“ გავრცელების სწრაფი ტემპი, ვირუსის სუსტი მიმდინარეობა და მსოფლიო პრაქტიკა დასახელდა.

გუშინვე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალური დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა შემაშფოთებელი უწოდა „ზოგიერთ ქვეყანაში გავრცელებულ ნარატივს“ იმასთან დაკავშირებით, რომ კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის მაღალი გადაცემის უნარისა და ნაკლებად მძიმე მიმდინარეობის გამო, მისი პრევენცია შეუძლებელია ან აღარ არის საჭირო. WHO-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს სიმართლისგან ძალიან შორსაა და ქვეყნებს მოუწოდებს, ხალხის დასაცავად ყველა ხელსაწყო გამოიყენონ. 

 

ამ თემაზე:

მეტი გადაცემა ნიშნავს მეტ სიკვდილს – ტედროს ადანომ გებრეისუსი „ომიკრონზე“

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]