დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 23 664 ახალი შემთხვევიდან 11 543 შემთხვევა თბილისშია, ხოლო რეგიონებში ასეთი მონაცემებია:
იმერეთი – 3413
აჭარა – 2334
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 1554
ქვემო ქართლი – 1296
შიდა ქართლი – 1115
კახეთი – 851
გურია – 537
მცხეთა-მთიანეთი – 472
სამცხე-ჯავახეთი – 462
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 87
ბოლო 24 საათში 8326 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 42 კი გარდაიცვალა. დღეს კოვიდ-ინფიცირების 196 589 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 188 897 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის;
- 5723 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე 1139 მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 262 პირი;
- 1969 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში.
საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 250 108 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსისგან 1 038 391 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 15 102 კი გარდაიცვალა.