დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 22 263 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 10 129 შემთხვევა, ხოლო რეგიონებში ასეთი მონაცემებია:
იმერეთი – 3357
აჭარა – 2173
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 1480
ქვემო ქართლი – 1340
შიდა ქართლი – 1279
კახეთი – 1091
მცხეთა-მთიანეთი – 479
გურია – 456
სამცხე-ჯავახეთი – 376
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 103
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 15 575 პირი და დაფიქსირდა გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა. ამ ეტაპზე ინფიცირების 203 238 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 195 472 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის;
- 5808 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე 1146 მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 271 პირი;
- 1958 ადამიანი კლინიკურ-სასტუმროებშია მოთავსებული.
საქართველოში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ლაბორატორიულად კორონავირუსის 1 272 371 შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსისგან 1 053 966 ადამიანი გამოჯანმრთელდა. დღემდე ვირუსს ჯამში 15 141 პირი ემსხვერპლა.