weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პარიკმახერი 1 დღეში შემოუშვეს, 5 კვირაა ივანიშვილის ბრძანებით ექიმებს არ უშვებენ – სააკაშვილი 

23:37 პარასკევი, 04 თებერვალი 2022

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა მასთან ექიმების დაუყოვნებლივ დაშვება მოითხოვა. როგორც მან განაცხადა, მეხუთე კვირაა, ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით, პირად ექიმთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევენ.

„მე მინდა მივმართო ივანიშვილს: ვერ დაიმალები სხვადასხვა მონების უკან. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ შენ მართავ პროცესებს. მე, თუ ხედავთ, ახალი შეკრეჭილი ვარ. გუშინ წინ ციხეში სტილისტი გამოვიძახე, გუშინ მოვიდა და გამკრიჭა. ხუთი კვირაა, ნიუ-იორკიდან ჩამოსული ჩემი პირადი ექიმი გიგა ყიფშიძე ყოველ დღე წერს განცხადებას, რომ შემოუშვან ჩემთან. 

პარიკმახერი შემოუშვეს ერთ დღეში, ივანიშვილის ბრძანებით, უკვე ხუთი კვირაა ჩემთან არ უშვებენ ექიმებს. ეს იმ პირობებში, როდესაც ძალიან ძლიერი სისუსტე მაქვს, როდესაც პირველად ცხოვრებაში, ჰიპერტონიასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები მაქვს, მაქვს ძალიან ძლიერი ანემია და აქედან გამომდინარე ბევრი სხვა პროცსები. 

ამავე დროს, მინდა მივმართო ივანიშვილს, შენ ძალიან კარგად იცი, რომ ჩემი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, რამდენჯერმე უკვე მქონდა გონების კარგვა, ეს ხდება შენი მითითებით, ვერავის ვერ გადააბრალებ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ექსპრეზიდენტის თქმით, თუ ადეკვატური მკურნალობის საშუალება არ მიეცემა, ეს მისთვის ლეტალურად დამთავრდება, ივანიშვილს კი საერთაშორისო მართლმსაჯულების წინაშე მოუწევს წარდგომა. 

„ეს ყველაფერი ჩემთვის ლეტალურად დამთავრდება. იმას ვერ ეღირსები, რომ უბრალოდ აზროვნება და მახსოვრობა არ მქონდეს, ინვალიდიზაცია მოხდეს – ეს იქნება ან სიკვდილი ან მექნება ადეკვატური მკურნალობის საშუალება. თუ არ იქნება ადეკვატური მკურნალობის საშუალება, რა თქმა უნდა, ეს დამთავრდება ლეტალური შედეგით, მაგრამ პასუხისმგებლობა… და მინდა შეგახსენო, რომ მე არ ვარ ვიღაც – საერთაშორისო მართლმსაჯულება მოგწვდება. უკრაინის პროკურატურამ ექსტერიტორიული პროცესები უკვე დაიწყო და ყველა ადამიანი, ვინც ჩემს წამებაში მონაწილეობდა, დარწმუნებული ვარ საერთაშორისო ძებნაში იქნება გადაცემული და ვეღარც თურქეთში ვეღარ გახვალთ, ანტალიაში დასასვენებლად, მოგიხდებათ პარაგრაფის ჭაობში ცურვა მანამ, სანამ ივანიშვილსაც არ მიაყოლებენ.

მე ვითხოვ ექიმების დაუყოვნებლივ დაშვებას და იმ განგრძობადი დანაშაულის შეწყვეტას, რომელიც ჩემს მიმართ ახლა ხორციელდება“, – განაცხადა სააკაშვილმა, რის შემდეგაც სასამართლო სხდომის დარბაზი დატოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე გაიმართა. სააკაშვილი 2021 წლის პირველ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მან საზღვარი 29 სექტემბერს, ღამით გადმოკვეთა. ის ფოთის ნავსადგურში შემოსულ გემზე განთავსებულ რძის პროდუქტებით დატვირთულ ტრაილერში მოწყობილ სამალავში იმყოფებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]