სასტუმროს ასაშენებლად ღვინის მწარმოებელი კომპანია „ბადაგონი“ 14 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. სასტუმროს გახსნა 2023 წლის სექტემბერშია დაგეგმილი.
სასტუმროს ინფრასტრუქტურა 32 ნომერს, საცურაო აუზს, ბარებსა და რესტორნებს აერთიანებს. Alaverdi Resort-ის პროექტის ავტორი არქიტექტორი ზვიად სურგულაძეა.
„ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და დიდი პასუხისმგებლობის მქონე პროექტი იქიდან გამომდინარე, რომ მთლიანად სასტუმრო შენდება ეკლესიის კუთვნილ ტერიტორიაზე, იმ დიდი სიწმინდის გვერდზე, რასაც ჩვენი ალავერდი ჰქვია“, – განაცხადა „ბადაგონის“ დამფუძნებელმა, გიორგი სალაყაიამ.