„კორონავირუსის შიდა გავრცელების თავიდან ასაცილებლად სკოლები ჯანდაცვის რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებენ და ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე.
ბოლო კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით კორონავირუსი მასწავლებელთა 5.8%-ს და მოსწავლეების 2.1%-ს დაუდასტურდა. ამ დროისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.6%“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესი სკოლებში შერეული ფორმატით მიმდინარეობს. კორონავირუსის თავიდან ასაცილებლად, მოსწავლეთა მშობლებს შესაძლებლობა აქვთ, არჩევანი გააკეთონ დასწრებითი და დისტანციური სწავლების ფორმას შორის.
ამ თემაზე:
საქართველოში კორონავირუსის 23 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა