გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ადეიშვილს ოთხი უცნობი პირი ქუჩაში დაესხა თავს და სცემა. მედიის ცნობით, მომხდარი ადეიშვილის საქართველოში საქმიანობას უკავშირდება.
ნაცემი ზურაბ ადეიშვილი საავადმყოფოშია გადაყვანილი და ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ამ დროისთვის კიევის პოლიცია თავდამსხმელების ვინაობის დადგენას ცდილობს და ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოებს ატარებს. როგორც პოლიციაში განაცხადეს, საქმეს სამართლებრივი კვალიფიკაცია მოგვიანებით მიენიჭება.