weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თიბისის ციფრულ ბანკში კომუნალური გადასახადების გადახდა მარტივადაა შესაძლებელი

18:10 სამშაბათი, 08 თებერვალი 2022

თიბისის ციფრულ ბანკში სხვადასხვა საბანკო პროდუქტით და სერვისით სარგებლობა დისტანციურადაა შესაძლებელი, რაც მნიშვნელოვნად ზოგავს მომხმარებლის დროს.

ერთ-ერთი ასეთი მომსახურება - მობაილბანკით კომუნალური გადასახადების გადახდაა. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, თიბისის ციფრულ ბანკში კომუნალური გადასახადების ავტომატური გადარიცხვის ფუნქციონალი გააქტიუროს და კომუნალური გადასახადების საფასური ყოველი თვის განსაზღვრულ რიცხვში ავტომატურად, მისთვის სასურველი ანგარიშიდან გადაიხადოს. ამ შემთხვევაში, მომხმარებელი საკომისიო გადასახადისგან თავისუფლდება.

ამასთანავე, თიბისის მობაილბანკს კომუნალური გადასახადების დაჯგუფების ფუნქციონალიც აქვს, რაც არსებული ან ახალი კომუნალური გადასახადების შაბლონების დაჯგუფების და მათი სასურველი ტიპის ჯგუფში გაერთიანების შესაძლებლობას იძლევა. ასე გადახდა ერთ ღილაკზე თითის დაჭერითაა შესაძლებელი, რაც მომხმარებელს ტრანზაქციის შესრულებას კიდევ უფრო უმარტივებს და ზოგავს მის დროს.

მობაილბანკში სერვისების და პროდუქტების გაციფრულების და გაუმჯობესების მიმართულებით თიბისის გუნდი მუდმივად მუშაობს და მომხმარებელს არაერთ ინოვაციურ სიახლეს სთავაზობს.

დეტალური ინფორმაცია კომუნალური გადასახადების შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.products.tbconline.ge/utilities

[R] თიბისი ბანკის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]