ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიება საქართველოში მოქმედ თითქმის ყველა სოციალურ საწარმოს აერთიანებს. ფესტივალი დატვირთული იქნება შემეცნებითი და გასართობი აქტივობებით, გაიყიდება სოციალური საწარმოების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები.
სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდული ფესტივალი სიღნაღში 11 სექტემბერს, მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ გაიმართება; ქუთაისში - 13 სექტემბერს, ბულვარში; ფოთში - 15 სექტემბერს, ცენტრალურ პარკში. ფესტივალი 17 სექტემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე დაიხურება.
ფესტივალის ორგანიზატორია სოციალურ მეწარმეთა ალიანსი. ორგანიზაციის განცხადებით, პროექტი მიზანი ახალგაზრდების ჩართულობით საქართველოში სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციაა.