დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 22 444 ახალი შემთხვევიდან, თბილისში 10 931 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო რეგიონებში ასეთი მონაცემებია:
იმერეთი – 3281
აჭარა – 1876
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 1496
ქვემო ქართლი – 1193
კახეთი – 1101
შიდა ქართლი - 1062
გურია – 616
მცხეთა-მთიანეთი – 450
სამცხე-ჯავახეთი – 359
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 79
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან 13 245 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 53 კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე, კოვიდინფიცირების 228 153 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 220 210 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის;
- 6085 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ამ ეტაპზე 1232 მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 291 პირი;
- 1858 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში.
საქართველოში, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ლაბორატორიულად კორონავირუსის 1 398 059 შემთხვევა დადასტურდა. 1 154 476 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა. დღემდე ვირუსს ჯამში 15 404 პირი ემსხვერპლა.