როგორც „რეგინფოს“ სოფელის ადმინისტრაციულ ორგანოში განუცხადეს, მკვლელობა წუხელ მოხდა, სავარაუდო დამნაშავე კი მესამე მწყემსია. გარდაცვლილები კონდოლის მკვიდრები არ იყვნენ, შესაბამისად, ადგილობრივებს მათ შესახებ დეტალური ინფორმაცია არ აქვთ.
ადგილობრივების ცნობით, გვიან ღამით შემთხვევის ადგილზე პოლიცია იმყოფებოდა და ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.