პოპულარულ Facebook-ჯგუფში Spend 4 Seasons in Georgia ჯასტინ ლაითი წერს:
„მე ავსტრალიიდან ვარ, ჩემი მეუღლე კი ტაილანდიდან. თელავში ვცხოვრობთ. ჩვენი ოცნება იყო აქ, ამ მიწაზე პატარა საყვარელი სასტუმროს აშენება და ხალხის მიღება სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად, კარგი საკვების დასაგემოვნებლად და მშვენიერი ქალაქის, თელავის სანახავად, რომელიც ჩვენ ასე შეგვიყვარდა, მაგრამ ორი ღამის წინ, სატვირთო ავტომობილით მოვიდნენ, აძვრნენ და უსაფრთხოების კამერები მოგვპარეს ისე, რომ ვიდეოს ნახვა ვერ მოვასწარით, შემდეგ მოხსნეს ღობე და ყველაფერი დაარბიეს, რაც ჩვენს ნაკვეთზე გვქონდა. ღობე მყარად, ღრმად იყო მიწაში, მაგრამ ამ ადამიანებმა გაანადგურეს და შემდეგ ყველაფერი წაიღეს.
მოპარულია 400 მეტრი მავთული, დაახლოებით 70 ბეტონის ბოძი, ერთი კამერა და კამერის 20 ნიშანი.
ერთადერთი, რაც გვსურდა, მშვიდად ცხოვრება და თელავში მეტი ტურისტის მოყვანა იყო, მაგრამ უკვე მეხუთე შემთხვეაა, როდესაც ნაკვეთიდან ნივთები მოგვპარეს. გვეგონა, რომ ამჯერად მაგარი ღობე, კამერა და კამერის ნიშნები გვიშველიდა“.
ცოლ-ქმარი ამბობს, რომ 4800 ლარით იზარალეს, თუმცა ფულზე უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნიათ ის, რომ თავად უსაფრთხოდ არიან.
„ვისურვებდი, რომ ადამიანებმა, თუ ფული სჭირდებათ, დახმარება ითხოვონ, ვიდრე რამეს წაიღებენ. საქართველო და ქართველი ხალხი ძალიან გვიყვარს. უბრალოდ არ ვიცი, ახლა რა გავაკეთო. ვინმემ იცით?“, – წერს ჯასტინ ლაითი.
მისივე თქმით, ქურდობის 5 ფაქტთან დაკავშირებით პოლიციაში 3 ჯერ იმყოფებოდნენ.