weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვაქცინაციის კამპანია აქტიურად მიმდინარეობს

15:46 შაბათი, 12 თებერვალი 2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში  კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და საინფორმაციო კამპანია გრძელდება, რომელიც ამჯერად სოფლებში - ვაზისუბანში, ჩუმლაყსა და გურჯაანში გაიმართა.  

ვაქცინაციის პარალელურად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებისა და მედპერსონალის ჩართულობით, სოფლებში საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს, რომლის მიზანია მოსახლეობის ინფორმირება ვაქცინაციის მნიშვნელობაზე და იმ წამახალისებელი ღონისძიებების შესახებ რომელიც ხორციელდება. 

აღსანიშნავია, რომ უკვე რამდენიმე თვეა, ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით,  იმუნიზაციის პროცესში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების ამბულატორიებიც ჩაერთნენ და ადგილობრივებს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება სოფელშივე შეუძლიათ. 

შეგახსენებთ, რომ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის  წამახალისებელი პროგრამა თებერვლის ბოლომდე გრძელდება და 50 წლის ასაკის ზემოთ პირები პირველი დოზით აცრის შემთხვევაში  200 - ლარს, ხოლო  ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთებისას 100 ლარს მიიღებენ.

[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]