weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ისრაელმა ქართველ მეხანძრეებს 300 წყვილი სპეციალური ფეხსაცმელი გადასცა

11:14 პარასკევი, 08 სექტემბერი 2017
ისრაელმა ქართველ მეხანძრეებს 300 წყვილი სპეციალური ფეხსაცმელი გადასცა ფოტო © დათო შალიკაშვილი

საქართველოში ისრაელის საელჩოს ინფორმაციით, ისრაელმა ქართველი მეხანძრე-მაშველებისთვის 300 წყვილი სპეციალური ფეხსაცმელი შეიძინა. ფეხსაცმელი ისრაელის ელჩმა შაბთაი ცურმა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილეს კახა ცერცვაძეს გადასცა.

„საქართველოში ბოლო პერიოდში ტყის მასივებში გახშირებულ ხანძართან დაკავშირებით, საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის შაბთაი ცურის მიმართვის საფუძველზე ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს MASHAV-ის განყოფილებამ გამოყო თანხა, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საჭიროების გათვალისწინებით შეძენილ იქნა 300 წყვილი სპეციალური ფეხსაცმელი“, - ნათქვამია საქართველოში ისრაელის საელჩოს განცხადებაში.

26 აგვისტოს, მეხანძრე-მაშველებს სახანძრო-სამაშველო ფეხსაცმელი ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც აჩუქა. აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეტ რუდმა მეხანძრე-მაშველებს მხარდაჭერის სახით 500 წყვილი ფეხსაცმელი გადასცა.

20 აგვისტოს შემდეგ სხვადასხვა ადგილებში, მათ შორის ბორჯომში, აბასთუმანში, ახალციხეში, თუშეთში, თელავსა და ხულოში, ტყეებში ხანძრები გაჩნდა. ყველაზე დიდი მასშტაბით ხანძარი ბორჯომში, სოფელ დაბასთან გავრცელდა, სადაც წინასწარი ინფორმაციით, 200 ჰექტრამდე ტყე დაიწვა. მეხანძრე-მაშველები ხულოში, თელავის რაიონის სოფელ ართანაში და თუშეთში ცეცხლს ამ დრომდე აქრობენ.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]